წესები და პირობები
1. წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას თქვენსა და Georgia Mall-ს შორის და არეგულირებს თქვენ მიერ georgiamall.ge ვებგვერდის გამოყენებას.
კომპანიის მომსახურების გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე.
გაითვალისწინეთ, რომ Georgia Mall-ზე განვადებით შეძენა არ მოქმედებს.
2. მიწოდების პოლიტიკა და ტარიფები
თბილისი:
- მიწოდების ვადა: შეკვეთის დადასტურებიდან 2 სამუშაო დღე.
• სტანდარტული საფასური: 6 ლარი.
• სპეციფიკური ლოკაციები (8 ლარი): ბაგები, წყნეთი, ლისის მიმდებარე ტერიტორია, ორხევი, ფონიჭალა, ტაბახმელა, სოფ. დიღომი, გლდანულა, მამკოდა, სოფ. გლდანი, ზაჰესი, კოჯორი, ოქროყანა და ლილო.
რეგიონები:
- ქალაქები: 10 ლარი (2-3 სამუშაო დღე).
• დაბა/სოფლები: 12 ლარი (3-4 სამუშაო დღე).
• მძიმეწონიანი ამანათები (5-15 კგ): 15-20 ლარი (დამოკიდებულია წონასა და მოცულობაზე).
მნიშვნელოვანი შეზღუდვები:
- სოფლებში მიწოდება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლოკაცია მდებარეობს უახლოესი ქალაქიდან/დაბიდან 10 კმ რადიუსში და გზა არის ასფალტირებული.
• მიწოდება არ ხორციელდება მესტიისა და ხულოს სოფლებში.
3. ვიზუალური მასალა და პასუხისმგებლობა
პროდუქციის ფოტოები და ვიდეო მასალა ატარებს საილუსტრაციო ხასიათს და არის სარეკლამოდ გამოყენებული. შესაძლოა არსებობდეს მცირედი განსხვავება პროდუქტის რეალობასა და ელექტრონულ ვერსიას შორის, რაც არ წარმოადგენს ნაკლს (წუნს). დეტალური, სრული და უტყუარი ინფორმაცია მოცემულია აღწერილობაში.
