WISHLIST

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს Georgia Mall-ის (georgiamall.ge) მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს.

ჩვენი მიზანია, თქვენი საიტზე სტუმრობა და შოპინგი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული.

2. მონაცემთა შეგროვების წყაროები და მიზანი
  • ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს, როდესაც თქვენ:
  • რეგისტრირდებით ან გადიხართ ავტორიზაციას საიტზე;
  • აფორმებთ შეკვეთას სტუმრის სტატუსით;
  • გვიკავშირდებით ტელეფონით, ელ-ფოსტით ან ონლაინ ჩათით.
3. დამუშავებული ინფორმაციის კატეგორიები
  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი.
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, მიწოდების მისამართი.
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, Cookies, ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ.
  • საბანკო ინფორმაცია: გადახდისას თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთვის ხელმიუწვდომელია — მათ ამუშავებს პარტნიორი ბანკი დაცული გვერდის მეშვეობით.
4. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებზე

თქვენი ინფორმაცია გადაეცემა მესამე პირებს მხოლოდ სერვისის შესასრულებლად: კურიერებს (სახელი, მისამართი და ტელეფონი — ნივთის ჩასაბარებლად) და სამართალდამცავ ორგანოებს (მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

5. უსაფრთხოება და არასრულწლოვნები

ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს მონაცემთა დასაცავად.

 საიტის სერვისები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე პირებისთვის. არასრულწლოვნებს არ აქვთ უფლება ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით დამოუკიდებლად.

6. თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებზე, მათი გასწორება, დაბლოკვა ან წაშლა. მოთხოვნის გამოსაგზავნად გამოიყენეთ ჩვენი ელ-ფოსტა: georgiamall.onlineshop@gmail.com

TOP
კალათა 0